­

GENEXUS SYSTEM - პირველი სრულად ავტომატური NGS სისტემა ონკოლოგიური კვლევებისთვის

ABM -ის გუნდი, ონკოლოგიური კვლევების მიმართულებით, კიდევ ერთ ინოვაციურ ტექნოლოგიას გთავაზობთ.GENEXUS სისტემის საშუალებით შესაძლებელია ძირითად სიმსივნეებთან ასოცირებული ბიომარკერების იდენტიფიცირება:

  • შარდის ბუშტის კიბო;
  • ძუძუს კიბო;
  • მსხვილი ნაწლავის(კოლორექტალური) სიმსივნე;
  • ენდომეტრიუმის კიბო;
  • საყლაპავის კიბო;
  • კუჭის კიბო;
  • გასტროეზოფაგური ადენოკარცინომა. გასტროეზოფაგური კვანძის კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე;
  • თავისა და კისრის სიმსივნე;
  • მელანომა;
  • არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო;
  • პანკრეასის სიმსივნე;
  • რბილი ქსოვილის სარკომა.

Genexus განსაზღვრავს კონკრეტული თერაპიის (იმუნო, ქიმიური, თარგეტული) დაწყებამდე მის ეფექტურობას, რაც გეხმარებათ მკურნალობის დროულად და სწორად წარმართვაში. ეს არის პირველი, სრულად ავტომატური NGS სისტემა, რომელიც საჭიროებს სპეციალისტის მინიმალურ ჩარევას და გვაძლევს სიზუსტის გარანტიას.

 

Genexus სისტემა პროგრამულად აერთიანებს ორ ინსტრუმენტს: ნიმუშის მომზადება და ნიმუშის სექვენირება

  • არის მოქნილი, ხარჯ-ეფექტური სისტემა. ანალიზის პასუხისთვის საჭიროა მხოლოდ 18,5 - 29,5 საათი.
  • კვლევას სჭირდება მცირე რაოდენობით მასალა, 10 ნანოგრამი.
  • ასევე, შესაძლებელია, ანალიზი გაკეთდეს სისხლის პლაზმიდან.

Genexus სისტემსაშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ პაციენტის წინასწარი განწყობაც - აქვს თუ არა მას გენეტიკური მიდრეკილება სხვადასხვა სიმსივნეების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია